როგორ გავაზარდოთ ჰიბრიდის ელემენტის მუშობის ვადა

რჩევები თუ როგორ გავზარდოთ ჰიბრიდული ავტომობილების ელემენტის ვარგისიანობის ვადა. ჩვენი ექსპერტები batareebi.ge-დან გვიზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, რითაც შესაძლებელია მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ჰიბრიდულ. ავტომობილებში თქვენი დაბანდებიდან.

12/16/2023

თქვენი ჰიბრიდული მანქანის ბატარეა არის ძირითადი კომპონენტი, რომელიც საჭიროებს სათანადო მოვლას პატრონობას. ამ ბლოგ პოსტში ჩვენ მოგაწვდით აუცილებელ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი ბატარეის ვარგისიანობის ხანგრძლივობა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდის გჭირდებათ რეგულარული შემოწმებები, მოგახსენებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ოპტიმალური მუშაობისა და ვარგისიანობის ხანგრძლივობის უზრუნველსაყოფად.

სისტემის წინასწარი შემოწმება აუცილებელია წელიწადში ორჯერ, განსაკუთრებით ზაფხულის დადგომისას.

  • სიცხე არის ბატარეის მუშაობის ხარისხის და ხანგრძლივობის მთავარი გაუარესების ფაქტორი. გაასუფთავეთ გაგრილების სისტემა წელიწადში ორჯერ მაინც!

  • მოუარეთ ელემენტის კონტაქტებს დაიცავით ისინი დაჟანგვისგან - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ტენიანობის პირობებში, ცუდი კონტაქტები აფერხებს დენის მიმოქცევას და ზრდის წინაღობას და ტემპერატურას.

  • ტოიოტას ჰიბრიდებში ხშირად გამოიყენება NiMh ტიპის ელემენტები - მათ სჭირდებათ რეგულარული ციკლირება და დაბალანესება სიმძლავრის აღსადგენად - პროცედურა, რომელიც უნდა შესრულდეს ყოველ 30 000 კმ-ში.

  • ტოიოტას ჰიბრიდებში გამოყენებულ NiMh ტიპის ელემენტებს ეძახიან მწყურვალე ბატარეებს რადგან მათ თავიდანვე მცირე რაოდენობის ელექტროლიტი აქვთ. მუშობის დროს ის მცირეც ნელ ნელა ორთქლდება. ამიტომ მოითხოვეთ ელემენტების აწონვა და მათში ელექტროლიტის ჩამატება.
    დროული შემოწმება დაზოგავს თქვენს ფულს, დროს და გააუმჯობესებს თქვენი ავტომობილის CO რეიტინგს!