ექსკლუზიური ელექტრონიკა (პლატები)
გარემო, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, საკმაოდ უნიკალურია: HV-ის (ჰიბრიდული ავტომობილის) ბატარეები ჩვენს ბაზარზე ძირითადად ნახმარია, გარდა ამისა საქართველო მთიანი რეგიონია, რაც დამატებით დიდ მოთხოვნას ქმნის ჰიბრიდულ სისტემებზე. ამ ყველაფერმა მოიტანა ახალი გზების პოვნის აუცილებლობა. ამრიგად ადგილობრივმა გარემოებებმა შეგვაქმნევინეს უნიკალური ელექტრონიკა - რომელიც ზრდის ელემენტების მუშაობის ვადას და ხარისხს.
ჩვენ გთავაზობთ ბატარეის მართვის სისტემის გაუმჯობესების ელ. დაფებს Toyota - Lexus
Hybrid -ისთვის, რომლებიც სპეციალურად მორგებულია NiMh ტიპის ელემენტებზე. ჩვენ ასორტიმენტშია ყველა მოდელისთვის განკუთვნილი ვერსია 20,28.34.და 40 ელემენტისგან შემდგარი პაკეტებისთვის. აღნიშნული პროდუქტი ახანგრძლივებს ბატარეის მუშაობას, ზრდის ელემენტების ეფექტურობას, ამცირებს მუშაობის ტემპერატურას, ზრდის სიმძლავრეს და ხელს უწყობს საწვავის მოხმარების შემცირებას.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ NiMh დან ლითიუმზე გადასვლის - კონვერტაციის მოდული. ეს მოდული საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჰქონდეს მეტი არჩევანი, როდესაც ის გადაწყვეტს მთლიანი ბატარეის პაკეტის გამოცვლას.