გაგვიცანით ჩვენ
wwww.bataree.ge, გამოქვეყნდა 2023 -ში, და ის გახდა:
6 წლიანი შრომის შედეგი ჩვენს ჰიბ.ავტომობილების სერვის ცენტრში მეტსახელად "ჰიბრიდული ბატარეების ლაბორატორია";
შედეგი ჩვენი კვლევებისა ელექტროქიმიაში და ელექტრონიკაში;
შედეგი ჩვენს მიერ გადამოწმებული დახვეწილი და არჩეული ტექნოლოგიებისა.
ჩვენს მიერ ნაცადი ტექნოლოგია მზად არის გასავრცელებლად ბატარეების შეკეთების სერვისცენტრებში. ჩვენ ვცდილობთ მივცეთ საშუალება ჩვენს მომხმარებლებს უარი თქვან გაურკვევლობაზე ჰიბრიდული ელემენტების მომსახურეობის სფეროში. ჩვენ მზად ვართ ავწიოთ ზედა ზღვარი და შემოვიტანოთ ახალი სტანდარტები ბატარეების მომსახურეობის სფეროში.
ჩვენი მიზანი (მისსია)
ჩვენ მიზანია შევცვალოთ ბატარეების სერვისის ბაზრის მუშაობის სტილი საქართველოში. ჩვენ ვართ რაციონალურობის, ბალანსის და გარემოს დაცვის მომხრეები. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტები და სერვისები შემუშავებულია ჩვენ მიზანთან შესაბამისობაში. გუნდი მრავალი წელია მუშაობს ტექნოლოგიურ სფეროში და არის ქართული ტექნოლოგიური ჯგუფის „კოლჰიტეკის“ ნაწილი, რომელმაც უკვე დანერგა ტექნოლოგიური სიახლეები საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სტოკჰოლმის უნივერსიტეტთან და ვართ ბატარეების ინდუსტრიის ინოვაციური ტექნოლოგიური საზოგადოების ნაწილი. ჩვენი მუშაობით ვცდილობთ წარმატებული ტექნოლოგიები დავნერგოთ ჩვეულებრივი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენი ხედვა
გამოწვევა:
მსოფლიო პროგრესმა და სწრაფმა ტექნოლოგიურმა ზრდამ საქართველოს ბევრი ცვლილება მოუტანა. საავტომობილო სფეროში საქართველოში ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების უმრავლესობის ასაკი 8 წელზე მეტია. ხოლო ჰიბრიდული მანქანის ელემენტების ფასი საკმაოდ მაღალია. ეს ფაქტი ქმნის უნიკალურ გარემოს, სადაც მოთხოვნა ჰიბრიდული ბატარეის სერვისებზე მუდმივად იზრდება. საიმედო მომსახურების პროცედურების არარსებობა იწვევს რესურსების ფუჭედ გაფლანგვას და აბინძურებს გარემოს. ჩვენი მომხმარებლები კარგავენ: ფულს და დროს, დამატებით CO2-ის გარემოს ზედმეტად აბინძურებს.
ჩვენ ვწყვეტავთ პრობლემებს:
ვამაყობთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები უკვე გამოცდილია პრაქტიკაში და უამრავმა მომხმარებელმა უკვე გადაჭრა თავისი პრობლემები ჩვენი ინოვაციების დახმარებით.
ჩვენი მიდგომა:
მაგალითი #1. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ 3 წლის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ შევიმუშავეთ ტოიოტას ბრენდის ჰიბრიდული მანქანის NiMh ბატარეების სწრაფი და საიმედო ტესტირების ალგორითმი და შევქმენით შესაბამისი სატესტო აღჭურვილობა და პროცედურები. ჩვენ შევამცირეთ ტესტირების დრო 5-ჯერ და გავზარდეთ ტესტების სანდოობა 60%-დან 97%-მდე;
მაგალითი #2. Toyota NiMh პაკეტის შეკეთებისა და აღდგენის ტექნოლოგიას შემუშავებას 4 წელზე მეტი დასჭირდა, ხოლო ბეტა ტესტირებას 16 თვე ერთ მანქანაზე და 20 თვეზე მეტი მეორე მანქანას მოვანდომეთ. შედეგად მივიღეთ:
+ 45% სიმძლავრის გაზრდა და + 16 თვე (მინიმუმ) სიცოცხლის ხანგრძლივობა მოემატა ელემენტებს
+ 52% ტევადობის გაზრდა და + 20 თვე (მინიმუმ) სიცოცხლის გახანგრძლივება მოხერხდა მე-2 ავტომობილზე.


ჩვენი გუნდი
ჩვენი ძალა ჩვენს ინდივიდუალურობაშია. ალექსანდრე მაისურაძის მიერ შექმნილი გუნდი გამოირჩვა მრავალფეროვნებით ჩვენს წერვებს გააჩნიათ ნიჭი სხვადასხვა სფეროში, ელექტრონიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ეკონომიკაში, ადამიანური რესურსებში და გაყიდვებში.


ალექსანდრე მაისურაძე
დამფუძნებელი - ტექნოლოგიები


სერგეი ბახარიევი
ინფორმაციული ტექნოლოგიები


კარინა ომაროვა
ადამიანური რესურსების - მენეჯერი


ზაზა მგელაძე
სერვის ცენტრის - მენეჯერი